Thursday, April 26, 2012
ტრადიციები საქართველოში
არყის გამოხდის ტრადიცია
არყის გამოხდის ტრადიციები საქართველოში საუკუნეების მანძილზე არსებობდა, მაგრამ მას უფრო სათრობად კი არა სამკურნალო - პროფილაქტიკური მიზნით იყენებდნენ.
,,არყის გამოხდის ძველქართული ტექნოლოგიების დიდი ნაწილი დღეს ან დაკარგულია, ანდა თითო-ოროლა ადამიანმა თუ იცის". (ალექსანდრე ჯელაძე, ეთნოგრაფი)
საინტერესოდ ახასიათებს არაყის წარმოების ქართულ ტრადიციებს ეთნოგრაფი ვალერი ზაზაშვილი:
"როგორც ცნობილია, დასავლეთ საქართველოში უფრო მეტად მაღალგრადუსიან, მალეთრობად არაყს ამზადებენ. ამის მიზეზი სხვა ფაქტორებთან ერთად, ადგილობრივი ქართველების მიკროეთნიკური ბუნებაცაა. დიდი ემოციური მუხტით აღსავსე მეგრელი, გურული ან იმერელი, უბრალოდ არ დაელოდება იმას, სანამ ერთნახადი "რახი", ანდა მთიულური "ჟიპიტაური" შეათრობს. სწორედ ამიტომაცაა, რომ იგივე კახური სუფრისაგან განსხვავებით, დასავლეთ საქართველოში, საზეიმო ან თუნდაც სამგლოვიარო სუფრები უფრო ნაკლებ ხანს გრძელდება. მიკროეთნიკური ხასიათების მრავალფეროვნება ნებისმიერ ქვეყანას ალამაზებს და გამონაკლისი არც საქართველოა. კახური ჭაჭა ზუსტად ისეთივე სასმელია, როგორიცაა ბუნებით კახელი გლეხი. ჭაჭა ნელა, თანდათანობით ათრობს ადამიანს და ისეთივე "დინჯია", როგორც მისი გამომხდელი. მეგრული არაყი უცებ გათრობს და ნაბახუსევიდანაც მალევე გამოდიხარ. სვანური არაყი პირს წვავს და თუ გემო "თავიდანვე არ დაუჭირე" ბოლოს შეიძლება თავბედი გაწყევლინოს. მთიულურმა არაყმა კი შეყოლა იცის და ბოლოს აღტკინებულ, პოეტურ ხასიათზე გაყენებს. ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის კულტურულ მრავალფეროვნებაზე და განსაკუთრებულობაზე მეტყველებს"

Wednesday, April 25, 2012
გრემი გრემის მონასტერი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ძეგლია, რომელიც ყვარლის რაიონში, სოფელ გრემის აღმოსავლეთით მდებარეობს. ყვარელი თბილისიდან 175 კილომეტრშია. მონასტერი 1565 წელს ააგო მეფე ლევანმა. მოხატვა კი 1577 წელს დასრულდა. გრემის ეკლესია აგურით და რიყის ქვით ნაშენია.
გრემი კახეთის სამეფოს დედაქალაქი ყოფილა მე-16-ე, მე-17-ე საუკუნეებში. გრემი ასევე სავაჭრო ქალაქად ითვლებოდა აბრეშუმის გზაზე. აქვე იყო სამეფო რეზიდენციაც, რომელიც 1615 წელს, შაჰ აბასის შემოსევის დროს განადგურდა. მას შემდეგ, მეჩვიდმეტე საუკუნეში, კახეთის დედაქალაქი თელავში გადაიტანეს.
Thursday, April 19, 2012
გურჯაანის ყველაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ორგუმბათიანი ეკლესია
გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, ე.წ. “ყველაწმინდა”, VIII-IX საუკუნეების ძეგლია. ის ერთადერთი ორგუმბათიანი ეკლესია მართლმადიდებლურ სამყაროში და სოფელ გურჯაანში მდებარეობს.
გურჯაანის “ყოვლადწმინდა” (შემდგომში “ყველაწმინდად” მოიხსენიება) ორგუმბათიანი, , სამნავიანი ბაზილიკური ნაგებობაა..
არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი შემოსევის დროს ბერებმა და მლოცველებმა სამალავს შეაფარეს თავი, დარჩა მხოლოდ ჩვილბავშვიანი ქალი, რომელიც სასოწარკვეთილი აქეთ-იქით დარბოდა. მოულოდნელად ეკლესიის კედელი გახსნილა და ქალი იქ დამალულა. ცოტახანში ქალს იმდენი რძე წამოსვლია, რომ კედელში გამოჟონილა. ამ დღიდან დედები, რომელთაც რძე არ აქვთ, მიდიან, ფხეკენ ტაძრის სველ კედელს, სადაც თეთრი ფერის წვეთები შეიმჩნევა და სვამენ. ლეგენდა 1878 წელს მელიქსეთ-ბეგის მიერ არის ჩაწერილი. ამჟამად მონასტერი მოქმედია და იქ ბერები მოღვაწეობენ.

Subscribe to:
Comments (Atom)